FEELING PARIS IN TBILISI

by - 1:25 AM


მოგესალმებით ყველას 
მოდა, ჩაცმა, სტილი ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე დიდი ნაწილია. მაქვს პერსონალური მოდის ბლოგი. ლუქების, შესაბამისად ლამაზი ან შესაფერისი ლოკაცების შერჩევა და ფოტოსესიები, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბევრი ვიწვალე და ა.შ, საქართველოში არ დამიფასდა ბევრი გაურკვეველი მიზეზის გამო. საქართველოს ცუდად არ მოვიხსენიებ ვგიჟდები ისე მიყვარს  მე ვგულისხმობ კონკრეტულ სფეროს . იმედი მაქვს ახდება ჩემი ოცნებები და საზღვრებს მალე გავცდები და იქ მოვხვდები სადაც ამ ყველაფერს აფასებენ შრომით და არა სხვა რაღაცეებით. 
ოცნებად მაქვს პარიზში ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა პარიზული ჩემებური ლუქებით ფოტოსესია. მანამდე კი ჩვენს საყვარელ თბილისში, პარიზულ-ქართულ ფოტოებს და ლუქს შემოგთავაზებთ. 
მე პატივს ვცემ სხვების აზრს მიუხედავად იმისა გავითვალისწინებ თუ არა. არ მეშინია სხვისი კრიტიკის, რადგან ეს ჩემი სტილია და ჩემი საკუთარი მეს გამოხატვა და არ ვცდილობ არასდროს სხვებს დავემსგავსო მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას თვალში მოვხვდე. არასდროს ვცდილობ მხოლოდ იმიტომ ჩავიცვა ის რაც მოდაშია, რადგან ის მოდაშია. მირჩევნია ის ავარჩიო ან ხშირად თავადაც შევქმნა რაც ყველაზე მეტად წარმომაჩნეს.
ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოხარული ვარ ჯგუფის გამო და ბევრ ვფიქრობ საინტერესო პოსტს შემოგთავაზებთ. ჩემი გულითადი რჩევა
🐝 varied yourself 💛 და არავის მისცეთ უფლება გითხრათ თუ რა შეგიძლიათ და რა არა 
XO XO
Nino













You May Also Like

0 comments