AUTUMN IN SABADURI WOODS

by - 12:24 AM





მოგესალმებით ყველას,

დაგიბრუნდით ახალი პოსტით, რომელიც არის გაჯერებული შემოდგომის თბილი ფერებითა და ემოციებით. დღეს მქონდა გადაღება საბადურის ტყეში. ემოციებით ვარ დატვირთული და არ ვიცი როგორ გადმოვცე. სანამ გადასაღებ ადგილამდე მივიდოდი გზად იმდენი სილამაზე შემხვდა, რომ ძნელია გადმოვცე სიტყვებით. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ ჯერ კიდევ მოასწროთ და მიაშუროთ ამ მშვენიერ ადგილებს.

რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას ამ დღეს, მე არჩევანი გავაკეთე ჩემს უსაყვარლეს ბრენდ "კოტონი"-ზე. მსგავს ადგილებში გადაღებისთვის გირჩევთ შეარჩიოთ შემდეგი ფერები: ყავისფერი, შინდისფერი, მწვანე, ყვითელი, წითელი.. მე არჩევანი გავაკეთე თბილ ყავისფერ სვიტერზე, რომელიც გაფორმებული არის ფარფლებით. მას მოვუხდინე კუბოკრული ქვედაბოლო, რომელიც ძალიან კომფორტული არის. რადგან ტყეში მიწევდა წასვლა და შესაბამისად გადაღება შევარჩიე ყავისფერი ბათინკები ოქროსფერი რკინებით გაფორმებული. ლუქი ძალიან კომფორტული და ჯამში ლამაზი გამოვიდა ჩემი აზრით. ამ საოცარ ადგილას კი თავს ისე ვგრძნობთი, თითქოს ფილმ "ბინდში" ვიყავი. ლუქს მეტი ეფექტურობისთვის შევურჩიე თმისსანაგრებიც, რამაც ვთვლი რომ უფრო საინტერესო გახადა. ასევე მასიური, მაგრამ ამჭვირვალე საყურეები, რომლებიც შევიძინე FOREVER 21-ზე, სამწუხაროდ აღარ დევს მათ საიტზე მაგრამ შეგიძლიათ ბევრად იაფად შეიძინოთ ALIEXPRESS-ზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლუქის ღირებულება ჯამში არ გამოვიდა ძვირი. ჯამში ალბათ 120 ლარამდე და კიდევ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩასაცმელი თუ ნივთი არის ძალიან პრაქტიკული და კომფორტული. იმისათვის რომ გემოვნებით გეცვათ არ არის სჭირო ძვირ ფასიანი ჩასაცმელი. არამედ მთავარია გვეცვას გემოვნებით და მოხდენილად.

XO XO

ნინო

ამ ყველაფრის შეძენა შესაძლებელი არის თბილისის კოტონის მაღაზიებშიც.


სვიტერის სანახავად დააჭირეთ აქ.
მსგავსი ქვედაბოლოს სანახავად დააჭირეთ აქ .
ფეხსაცმლის სანახავად დააჭირეთ აქ .

საყურეების სანახავად დააჭირეთ აქ .
















You May Also Like

0 comments