facebook google twitter tumblr instagram linkedin

CAVALLI RED BLOG


მოგესალმებით ყველას <3
მოდა, ჩაცმა, სტილი ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე დიდი ნაწილია. მაქვს პერსონალური მოდის ბლოგი. ლუქების, შესაბამისად ლამაზი ან შესაფერისი ლოკაცების შერჩევა და ფოტოსესიები, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბევრი ვიწვალე და ა.შ, საქართველოში არ დამიფასდა ბევრი გაურკვეველი მიზეზის გამო. საქართველოს ცუდად არ მოვიხსენიებ ვგიჟდები ისე მიყვარს <3 მე ვგულისხმობ კონკრეტულ სფეროს <3. იმედი მაქვს ახდება ჩემი ოცნებები და საზღვრებს მალე გავცდები და იქ მოვხვდები სადაც ამ ყველაფერს აფასებენ შრომით და არა სხვა რაღაცეებით. <3
ოცნებად მაქვს პარიზში ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა პარიზული ჩემებური ლუქებით ფოტოსესია. მანამდე კი ჩვენს საყვარელ თბილისში, პარიზულ-ქართულ ფოტოებს და ლუქს შემოგთავაზებთ. <3
მე პატივს ვცემ სხვების აზრს მიუხედავად იმისა გავითვალისწინებ თუ არა. არ მეშინია სხვისი კრიტიკის, რადგან ეს ჩემი სტილია და ჩემი საკუთარი მეს გამოხატვა და არ ვცდილობ არასდროს სხვებს დავემსგავსო მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას თვალში მოვხვდე. არასდროს ვცდილობ მხოლოდ იმიტომ ჩავიცვა ის რაც მოდაშია, რადგან ის მოდაშია. მირჩევნია ის ავარჩიო ან ხშირად თავადაც შევქმნა რაც ყველაზე მეტად წარმომაჩნეს.
ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოხარული ვარ ჯგუფის გამო და ბევრ ვფიქრობ საინტერესო პოსტს შემოგთავაზებთ. ჩემი გულითადი რჩევა
🐝 varied yourself 💛 და არავის მისცეთ უფლება გითხრათ თუ რა შეგიძლიათ და რა არა <3
XO XO
Nino













1:25 AM No comments



მოგესალმებით,

მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიყვარული ძველი დროისა და ძველი მოდისადმი. რეტრო სტილი - ეს ერთერთია, რომელიც ჩემს გარდერობში დიდ ადგილს იკავებს. აქტიურად ვიძენ არამარტო თანამედროვე არამედ ძველი დროიდან შემორჩენილ ტანსაცმელს. ვთვლი, რომ ეს სამოსი მეტ ქალურობასა და ეშხს გვმატებს ქალებს. მინდა ერთერთი ჩემი საყვარელი ფოტოსესია გაგიზიაროთ. ეს კაბა ერთი წლის წინ შევიძინე და დიდხანს ვეძებდი შესაბამის ლოკაციას, რათა ფოტოებს ძველ დროში დავებრუნებინეთ და კაბასაც თავისი ეფექტი არ დაეკარგა.

დიდი ძებნის შემგედ აღმოვაჩნე ერთი პატარა და საყვარელი ადგილი თბილისში American Diner. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი მილქშეიქები და კიდევ სხვადასხვა გემრიელობები. გარემო სასიამოვნო. მართლაც, რომ ძველ ამერიკულ დაინერში გვაგრძნობინებს თავს.

კაბა შევიძინე აქ BIK BOK.





















12:43 AM 1 comments




მოგესალმებით ყველას,

დაგიბრუნდით ახალი პოსტით, რომელიც არის გაჯერებული შემოდგომის თბილი ფერებითა და ემოციებით. დღეს მქონდა გადაღება საბადურის ტყეში. ემოციებით ვარ დატვირთული და არ ვიცი როგორ გადმოვცე. სანამ გადასაღებ ადგილამდე მივიდოდი გზად იმდენი სილამაზე შემხვდა, რომ ძნელია გადმოვცე სიტყვებით. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ ჯერ კიდევ მოასწროთ და მიაშუროთ ამ მშვენიერ ადგილებს.

რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას ამ დღეს, მე არჩევანი გავაკეთე ჩემს უსაყვარლეს ბრენდ "კოტონი"-ზე. მსგავს ადგილებში გადაღებისთვის გირჩევთ შეარჩიოთ შემდეგი ფერები: ყავისფერი, შინდისფერი, მწვანე, ყვითელი, წითელი.. მე არჩევანი გავაკეთე თბილ ყავისფერ სვიტერზე, რომელიც გაფორმებული არის ფარფლებით. მას მოვუხდინე კუბოკრული ქვედაბოლო, რომელიც ძალიან კომფორტული არის. რადგან ტყეში მიწევდა წასვლა და შესაბამისად გადაღება შევარჩიე ყავისფერი ბათინკები ოქროსფერი რკინებით გაფორმებული. ლუქი ძალიან კომფორტული და ჯამში ლამაზი გამოვიდა ჩემი აზრით. ამ საოცარ ადგილას კი თავს ისე ვგრძნობთი, თითქოს ფილმ "ბინდში" ვიყავი. ლუქს მეტი ეფექტურობისთვის შევურჩიე თმისსანაგრებიც, რამაც ვთვლი რომ უფრო საინტერესო გახადა. ასევე მასიური, მაგრამ ამჭვირვალე საყურეები, რომლებიც შევიძინე FOREVER 21-ზე, სამწუხაროდ აღარ დევს მათ საიტზე მაგრამ შეგიძლიათ ბევრად იაფად შეიძინოთ ALIEXPRESS-ზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლუქის ღირებულება ჯამში არ გამოვიდა ძვირი. ჯამში ალბათ 120 ლარამდე და კიდევ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩასაცმელი თუ ნივთი არის ძალიან პრაქტიკული და კომფორტული. იმისათვის რომ გემოვნებით გეცვათ არ არის სჭირო ძვირ ფასიანი ჩასაცმელი. არამედ მთავარია გვეცვას გემოვნებით და მოხდენილად.

XO XO

ნინო

ამ ყველაფრის შეძენა შესაძლებელი არის თბილისის კოტონის მაღაზიებშიც.


სვიტერის სანახავად დააჭირეთ აქ.
მსგავსი ქვედაბოლოს სანახავად დააჭირეთ აქ .
ფეხსაცმლის სანახავად დააჭირეთ აქ .

საყურეების სანახავად დააჭირეთ აქ .
















12:24 AM No comments
Newer Posts
Older Posts

About me

I'm Nino Gogolauri, From Sakartvelo, Europe. I have too many interests in life, but most specific part takes blogging. I love to create different kind of looks and share it with world. I'm camera addict. I'm also interested in law, I'm in love with galaxy and moon, love to eat very much and eating for me is an art. I'm also a gourmet and love cooking it takes biggest part of my life also and etc. Follow my blog for more to get exited..

XO XO

CAVALLI RED BLOG

Follow Me

recent posts

Blog Archive

  • ▼  2019 (4)
    • ►  December (1)
    • ▼  November (3)
      • FEELING PARIS IN TBILISI
      • RED HEARTS ALL OVER - GIRL FROM 50'S
      • AUTUMN IN SABADURI WOODS
  • ►  2018 (4)
    • ►  May (1)
    • ►  April (2)
    • ►  February (1)
  • ►  2017 (5)
    • ►  December (3)
    • ►  October (1)
    • ►  May (1)
  • ►  2016 (1)
    • ►  September (1)
  • ►  2015 (19)
    • ►  November (1)
    • ►  October (2)
    • ►  July (3)
    • ►  May (3)
    • ►  April (4)
    • ►  March (3)
    • ►  February (2)
    • ►  January (1)
  • ►  2014 (26)
    • ►  December (1)
    • ►  November (1)
    • ►  October (2)
    • ►  September (2)
    • ►  August (2)
    • ►  July (3)
    • ►  May (4)
    • ►  April (5)
    • ►  March (3)
    • ►  February (2)
    • ►  January (1)
  • ►  2013 (21)
    • ►  December (3)
    • ►  October (2)
    • ►  June (2)
    • ►  April (2)
    • ►  March (12)
  • ►  2012 (1)
    • ►  February (1)

Popular Posts

  • საქართველოს ეროვნული სამოსის დღე - THE DAY OF GEORGIAN NATIONAL CLOTHING
  • GIRL FROM 80'S..
  • PHOTOSHOOT WITH MONUMENTS

Like Facebook Page

Cavalli Red by Nino Gogolauri

Follow On Instagram

Created with by ThemeXpose | Distributed By Gooyaabi Templates